საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2006 წლის N 11 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 28, 2006
მიღების თარიღი თებერვალი 10, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2006 წლის 10 თებერვლის კომისიის N 11 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს მ/წლის კომისიის №11 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-5 (ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ) საკითხი ნუმერაციის რესურსის დაზუსტებამდე;
2. წარმოდგენილ კომისიის სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:
ა) შპს “უშიშროების, უსაფრთხოების და დაცვის სამსახურისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ბ) შპს “ტრანს-ფეთქ-მზიდისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
გ) საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე).
3. დამტკიცდეს კომისიის N 11 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
