წვდომის მენიუ

შპს „ახალ ქსელებს“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებული დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 62 / 16

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 28, 2006

მიღების თარიღი თებერვალი 10, 2006

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიმ 2006 წლის 10 თებერვალს  განიხილა შპს “ახალ ქსელებსა” და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”  შორის არსებული სადავო საკითხები.

კომისიის სხდომას ესწრებოდნენ:

შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენელი ნ.ჟღენტი;

სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი თ.გოთუა, რ.მიგრიაული.

კომისია აღნიშნავს, რომ  მხარეთა მოსაზრებები სადავო საკითხებთან დაკავშირებით აგრეთვე მოისმინა კომისიის 2006 წლის 10 იანვრის,  24 იანვრის და 31 იანვრის სხდომებზე.

კომისია აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებული სადავო საკითხებია:

1.  სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ქუთაისის ფილიალის მიერ დაზიანებული ტელეფონების აღუდგენლობის და მაგისტრალური კაბელების გადაჭრის საკითხი (საფუძველი: შპს “ახალი ქსელების” გაცხადებები);

2. ქ.ფოთში შპს “ახალი ქსელებისთვის” ნუმერაციის რესურსის გამოყენების აკრძალვის და ქსელის თავისუფალ ელემენტებთან დაშვების ვალდებულების დაკისრების შესახებ (საფუძველი: სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” განცხადება);

3. შპს “ახალი ქსელებისთვის” ქ.თბილისში ნუცუბიძის პლატოზე თავისუფალი სახაზო-საკაბელო წყვილების სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” გადაცემის ვალდებულების დაკისრება (საფუძველი: სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” განცხადება);

4.  სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონში “6”-იანების ზონაში ტელეფონების გათიშვის შესახებ (საფუძველი: შპს “ახალი ქსელების” გაცხადება;

1. პირველ საკითხთან დაკავშირებით შპს “ახალი ქსელები” აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ არ სრულდება მხარეთა შორის 2003 წლის 15 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების პირობები, რომელიც ითვალიწინებს ქ.ქუთაისში სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურებას. კერძოდ, ნაცვლად იმისა, რომ სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ზრუნავდეს დაზიანებული ტელეფონების აღდგენაზე, ადგილი აქვს ტელეფონების ხელოვნურად დაზიანების შემთხვევებს. ამით ისინი ცდილობენ დაარწმუნონ აბონენტები, რომ შპს “ახალი ქსელები” ვერ უზრუნველყოფს მათი ტელეფონების გამართულ მუშაობას და თუ აბონენტები გადაერთვებიან სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სადგურებში, დაცული იქნებიან დაზიანებებისაგან. დაზიანებული ტელეფონების აღდგენა არ ხდება საკონტროლო ვადებში. აგრეთვე სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ მოხდა მაგისტრალური კაბელების გადაჭრა, რომლის წყვილებიც ნაქირავები აქვს შპს “ახალ ქსელებს”. შპს “ახალი ქსელები” ხელშეკრულების თანახმად იხდის გადაცემული წყვილებისთვის ქირას. თუ სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” სურს თავისი მაგისტრალური კაბელების გადართვა თავის სადგურში, აღნიშნული სამუშაოები უნდა განხორციელდეს კომისიის 2003 წლის 4 ნოემბრის №562/16 გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელიც ანალოგიურ საკითხზე დავის განხილვის დროს იქნა მიღებული.

კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურმა შეისწავლა ქ.ქუთაისში არსებული მდგომარეობა და წარმოდგენილია დასკვნა (12.12.2005წ.), რომლის მიხედვით მაგისტრალური კაბელების უმრავლესობა შედის შპს “ახალი ქსელების” კროსში და ანგარიშსწორებისას სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ეყრდნობა შპს “ახალი ქსელების” მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას. დასკვნაში წარმოდგენილია დაზიანებების რაოდენობა ხანგრძლივობის მიხედვით: ივნისის თვიდან – 2, ივლისის თვიდან 7, აგვისტოს თვიდან 4, სექტემბრის თვიდან – 9, ოქტომბრის თვიდან – 40, ნოემბრის თვიდან -120, დეკემბრის თვიდან – 377. დასკვნაში აღნიშნულია სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ მაგისტრალური კაბელის ჩაჭრის და მისი ახალ გატანილ სადგურში მიერთების ფაქტი.

შპს “ახალი ქსელების” განცხადებით, რომელიც გააკეთა 2006 წლის 24 იანვრის სხდომაზე, დაზიანებულია 868 ტელეფონი. მისი წარმომადგენლის მოთხოვნით, აუცილებელია შედგეს გრაფიკი და დაიწყოს ტელეფონების აღდგენა.

სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” აღნიშნავს, რომ მათ მიერ მოხდა მაგისტრალური კაბელების ჩაჭრა მათ კროსში გადართვის მიზნით, მათთვის ცნობილი არ ყოფილა, რომ ამ მაგისტრალურ კაბელებში გადიოდა ის სახაზო-საკაბელო წყვილები, რომელიც შპს “ახალ ქსელებს” ჰქონდა ნაქირავები. სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”  ფლობს მხოლოდ ინფორმაციას, რამდენი წყვილი არის გადაცემული, ხოლო იმის შესახებ, რომელი წყვილებია გადაცემული და რომელ კაბელში გადის ეს წყვილი, ინფორმაციას არ ფლობს.

სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი არ დაეთანხმა შპს “ახალი ქსელების” განცხადებას, რომ ხდება დაშვების შეზღუდვა და აღნიშნა, რომ  თვითონ ხელშეკრულების დადების ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ დაშვების შეზღუდვა არ ხდება.

სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა წარმოადგინა მასალები იმის დამადასტურებლად, რომ ხდება დაზიანებული ტელეფონების რაოდენობის შემცირება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველმა პ.ბერიამ განცხადებით და მოითხოვა დავის განხილვაში ჩართვა, როგორც დაინტერესებულმა მხარემ, გამომდინარე იქედან, რომ მის სახელზე შემოსულია ქ.ქუთაისში მცხოვრებ მომხმარებელთა განცხადებები სატელეფონო მომსახურების შეწყვეტის გამო და მიაჩნია, რომ შპს „ახალ ქსელებს“ და  სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შედეგად კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უშუალო გავლენას მოახდენს ქ.ქუთაისის მომხმარებელთა ინტერესებზე. კომისიამ 2006 წლის 24 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება შპს „ახალ ქსელებსა“ და  სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვაში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის პ.ბერიას ჩართვის თაობაზე.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის პ.ბერიას მოთხოვნას წარმოადგენს - კომისიამ დაადგინოს სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, ვინაიდან მიაჩნია, რომ ქ.ქუთაისში სატელეფონო მომსახურების შეწყვეტის ძირითად მიზეზს სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ მაგისტრალური კაბელების განზრახ გადაჭრა წარმოადგენს.

სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლის რ.მიგრიაულის მიერ წარმოდგენილია ახსნა-განმარტება დავის განხილვაში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის პ.ბერიას ჩართვის და მისი მოთხოვნების წინააღმდეგ. მას მიაჩნია, რომ ჩართვა კანონის დარღვევით მოხდა, ეს არ არის დავა მომხმარებელსა და კომპანიას შორის, რის შედეგადაც მას უფლება ექნებოდა ჩართულიყო დავაში, ამასთა

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები