წვდომის მენიუ

შპს “მწვანე ტალღის” №1446 (კერძო საერთო რადიომაუწყებლობა) ლიცენზიის მოდიფიცირების და მასში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 63 / 2

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 27, 2006

მიღების თარიღი თებერვალი 10, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2005 წლის 16 დეკემბერს კომისიას წერილით მომართა შპს “მწავნე ტალღამ” ქ. თელავში FM101.1 რადიოსიხშირეზე ხელშეშლების არსებობის თაობაზე.

შპს “მწვანე ტალღა” ფლობს №1446 ლიცენზიას კერძო საეთერო რადიომაუწყებლობაზე 15 გადამცემის გამოყენებით. ლიცენზიის პირობების თანახმად ქ. თელავში რადიომაუწყებლობა განსაზღვრულია  FM101.1 სიხშირეზე. კომისიას შესაძლებლად მიაჩნია შპს “მწვანე ტალღის” №1446 ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირე FM101.1  ქ. თელავში  შეცვალოს FM106.0 სიხშირით.

2006 წლის 13 იანვარს დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “მწვანე ტალღის” №1446 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით, საკითხის საჯარო მოსმენა გაიმართა 2006 წლის 3 თებერვალს.

“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის  “გ” ქვეპუნქტისა და 45-ე მუხლის პირველი  პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს  შპს “მწვანე ტალღის” №1446 ლიცენზია და შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილება:

ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში ქ. თელავში FM101.1  სიხშირე შეიცვალოს FM106.0 სიხშირით;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):

 ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის წევრები:                                                    დ. პატარაია

                                                                                    გ. ფრუიძე

                                                                                 ზ. ნონიკაშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები