შპს “უშიშროების, უსაფრთხოების და დაცვის სამსახურისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 28, 2006
მიღების თარიღი თებერვალი 10, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “უშიშროების, უსაფრთხოების და დაცვის სამსახურმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2005 წლის 2 დეკემბრის N 1683/006-შპს ბრძანებით) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისში და მცხეთის ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს “უშიშროების, უსაფრთხოების და დაცვის სამსახურის” საქმიანობის საგანია ფიზიკურ პირთა და ობიექტების დაცვა. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “უშიშროების, უსაფრთხოების და დაცვის სამსახურს” 420.350 მგჰც სიხშირექ. თბილისში და მცხეთის ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს “უშიშროების, უსაფრთხოების და დაცვის სამსახურისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “უშიშროების, უსაფრთხოების და დაცვის სამსახურისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
