შპს “ტრანს-ფეთქ-მზიდისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 28, 2006
მიღების თარიღი თებერვალი 10, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ტრანს-ფეთქ-მზიდმა” (რეგისტრირებული ქ. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 13 ივნისის №5/8-9 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით ბოლნისის რაიონის დ. კაზრეთის ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გამოყენებული უნდა იყოს სამთო სამუშაოების დროს თანამშრომლებს შორის ოპერატიული კავშირის დასამყარებლად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “ტრანს-ფეთქ-მზიდს” 167.425 მგჰც სიხშირე ბოლნისის რაიონის დ. კაზრეთის ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს “ტრანს-ფეთქ-მზიდისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ტრანს-ფეთქ-მზიდისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
