საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 16 დეკემბრის № 777/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 14, 2006
მიღების თარიღი თებერვალი 24, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“) 2005 წლის 16 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება №777/10 “სათემო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ.“
აღნიშნული გადაწყვეტილებით, კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდა 2006 წლის 24 თებერვლის 13:00 საათი, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება კონკურსში მონაწილეობისათვის განისაზღვრა 2006 წლის 20 იანვრის 17:00 საათამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ “ურბნისისა და რუისის ეპარქიის ეკლესია-მონასტრების აღორძინების კავშირმა” წარმოადგინა. 2006 წლის 9 თებერვალს “ურბნისისა და რუისის ეპარქიის ეკლესია-მონასტრების აღორძინების კავშირმა” წერილით (№2 09.02.2006 წ.) მიმართა კომისიას კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ და მოითხოვა სალცენზიო გადასახდელის 10 %-ის და სალიცენზიო მოსაკრებლის დაბრუნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2005 წლის 16 დეკემბრის №777/10 გადაწყვეტილებით სათემო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული კონკურსი გამოცხადდეს ჩაშლილად;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ფინანსურ სამსახურს (ი. აბულაძე) “ურბნისისა და რუისის ეპარქიის ეკლესია-მონასტრების აღორძინების კავშირისთვის” სალიცენზიო გადასახდელის 10 %-ის დაბრუნება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
