საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2006 წლის N 14 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 14, 2006
მიღების თარიღი თებერვალი 24, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2006 წლის 24 თებერვლის კომისიის №14 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2006 წლის 24 თებერვლის №14 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 5 (ხუთი) საკითხი:
ა) მომსახურების ბაზრის სეგმენტის - მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების კვლევისა და ანალიზის დაწყების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (ე. ასანიძე);
ბ) ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო)” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
გ) ინდ. მეწარმე ”ავთანდილ როგავასთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
დ) “უნივერსალური მომსახურების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 16 სექტემბრის №10 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” დადგენილების მიღების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი);
ე) რაიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი).
3. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის 24 თებერვლის №14 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
