საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 23, 2007
მიღების თარიღი თებერვალი 24, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2005 წლის კომისიის დამტკიცებული ბიუჯეტის წლიური გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის წლიურმა დარიცხულმა შემოსავალმა რეგულირების საფასურის, უნივერსალური მომსახურების ანგარიშისა და სალიცენზიო გადასახდელების ჩათვლით ნაცვლად 2005 წლის წლიური ბიუჯეტით გათვალიწინებული 6,440,665.67 ლარისა, შეადგინა 15,052,891.55 ლარი (ანგარიში თან ერთვის), რაც 8,612,235.88 ლარით მეტია ბიუჯეტით დამტკიცებულ მაჩვენებელზე. ამასთან, რეგულირების საფასურმა შეადგინა 5,089,352.80 ლარი, სალიცენზიო გადასახდელების დარიცხულმა შემოსავალმა 4,830,478.57 ლარი, ხოლო უნივერსალური მომსახურების დარიცხულმა შემოსავალმა 5,118,900.18 ლარი. დარიცხული შემოსავლების ზრდის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ლიცენზირებული ოპერატორების მიერ 2004 წლის „რეგულირების საფასური“-ს გაანგარიშებების დაგვიანებით წარმოდგენა ანუ 2004 წლის გარკვეული შემოსავლების დამატება 2005 წლის წლიურ შემოსავლებზე.
ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კომისიის 2005 წლის ბიუჯეტის შესრულებისას საოპერაციო დარიცხულმა შემოსავლებმა შეადგინა 9,933,991.37 ლარი.
მიუხედავად 2005 წლის შემოსავლების ზრდისა, გეგმიურთან შედარებით 1,110,459.25 ლარით ანუ 17,83%-ით ნაკლებია კომისიის 2005 წლის მთელი წლის ხარჯვითი ნაწილი, რომელმაც 6,225,043.00 ლარის ნაცვლად შეადგინა 5,114,583.75 ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად ხარჯვითი ნაწილის საერთო ეკონომიისა, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცალკეულ მუხლებში მაინც აღინიშნა გადახარჯვები. კომისიის ბიუჯეტის ცალკეულ მუხლებში მიღებული ეკონომია და დამატებითი შემოსავლები, მოთხოვნებიდან გამომდინარე, გამოყენებულ იქნა სხვა მუხლების დასაფინანსებლად. კერძოდ:
საკანცელარიო, საფოსტო, ჟურნალ-გაზეთების შეძენისა და პოლიგრაფიული მომსახურების წლიურმა დანახარჯებმა 88,034.48 ლარი ანუ დაგეგმილზე 28,034.48 (46.72%-ით) ლარით მეტი შეადგინა, რაც ძირითადად განაპირობა აღნიშნული მუხლების ფაქტიური ხარჯის მატებამ. მათ შორის: საკანცელარიო ხარჯებმა შეადგინა 11,141.09 ლარი, საფოსტო ხარჯებმა – 8,529.09 ლარი, პოლიგრაფიულმა ხარჯებმა – 53,363.00 ლარი, ხოლო ჟურნალ-გაზეთების გამოწერის ხარჯებმა – 10,935.39 ლარი;
კომუნიკაციის, ელექტროენერგიისა და წყლის ხარჯმა ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 100,000.00 ლარისა შეადგინა 108,243.70 ლარი, რაც 8.24%-ით აღემატება წლიურ მაჩვენებელს.
მივლინების ხარჯები გეგმით გათვალისწინებულთან შედარებით გაზრდილია 58,702.92 ლარით ანუ 58,70%-ით აღემატება წლიურ მაჩვენებელს, რაც გამოწვეულია კომისიისათვის აუცილებელი და მიზნობრივი მივლინებების ფაქტიური დანახარჯებით;
122,778.92 ლარით არის გაზრდილი სხვა საერთო ხარჯების მუხლით გათვალისწინებული დანახარჯები, რომელმაც ნაცვლად კომისიის ბიუჯეტით დადგენილი 80,000.00 ლარისა შეადგინა 202,779.00 ლარი. აღნიშნული გადახარჯვა გამოიწვია კომისიის მიერ სარეკლამო სააგენტოების მეშვეობით განცხადებების გავრცელების ღირებულებამ, რამაც 2005 წლის ფაქტიური მონაცემების მიხედვით შეადგინა 46,341.65 ლარი, შენობის დაცვის ხარჯებმა – 28,800.00 ლარი, კონდიციონერების გადატანის, მონტაჟისა და რემონტის ფაქტიურმა ხარჯებმა – 11,445.80 ლარი, ხოლო 2005 წლის გეგმით გაუთვალისწინებელმა ელექტრომაგნიტურ თავსებადობისა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის მომსახურების ხარჯებმა შეადგინა 69,627.64 ლარი;
ამავე დროს, 2005 წლის ბიუჯეტის ცალკეულ მუხლში წლიური შედეგების მიხედვით მიღებულია ეკონომია. კერძოდ:
კომისიის ოფისის მიმდინარე რემონტზე გაწეულმა დანახარჯებმა 119,827.91 ლარი, ხოლო კომპიუტერული ტექნიკის რემონტის ხარჯებმა 14,257.00 ლარი ანუ 2005 წლის ბიუჯეტით დამტკიცებულზე 115,915.09 (53,63%) ლარით ნაკლები შეადგინა.
ძირითადი საშუალებების შეძენაზე გაწეულმა დანახარჯებმა 1,681,176.01 ლარი ანუ შესაბამის პერიოდში ბიუჯეტით დამტკიცებულზე 818,823.99 ლარით (67.25%-ით) ნაკლები შეადგინა, რაც ძირითადად, სიხშირული სპექტრის მონიტორინგის ტექნიკური აღჭურვილობის შესაძენი თანხის აუთვისებლობამ (ხელშეკრულების მიხედვით) განაპირობა;
ეკონომიაა აგრეთვე შრომის ანაზღაურების ფაქტიურ წლიურ ხარჯებში, რომელმაც 1,995,100.84 ლარი ანუ ბიუჯეტით დამტკიცებულზე 10,314.16 ლარით ნაკლები შეადგინა;
კონფერენციების ჩატარების, მუშა სემინარების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სპეციალისტთა და ექსპერტთა მომსახურებისა და სხვა ხარჯები წლიური ფაქტიური მონაცემების მიხედვით შეადგენს 30,359.99 ლარს ანუ 19,640.01 ლარით (39.72%-ით) ნაკლებია ბიუჯეტით დამტკიცებულზე;
ავტომანქანების საწვავის, შენახვისა და რემონტის ხარჯებმა 2005 წლის ფაქტიური დანახარჯების მიხედვით შეადგინა 67,284.79 ლარი რაც 2,715.21 ანუ 3.88%-ით ნაკლებია კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებულზე;
სამეცნიერო და საკონსულტაციო სამუშაოთა ხარჯებმა ბიუჯეტით დამტკიცებულთან შედარებით შეადგინა 24,800.00 ლარით ანუ 31.00%-ით ნაკლები;
ეკონომიაა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ძირითად ხარჯვით ნაწილშიც, რომელმაც ნაცვლად ბიუჯეტით გათვალისწინებული 249,950.00 ლარისა, შეადგინა 148,292.54 ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2005 წლის მდგომარეობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ 2001 წლიდან დღემდე ჩარიცხული თანხების რაოდენობამ შეადგინა 5,950,647.44 ლარი, მათ შორის 2005 წელს ჩარიცხული იქნა 5,110,059.89 ლარი.
2005 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით (დანართი 1), ლიცენზიის მფლობელი 16 კომპანიის მხრიდან, სალიცენზიო გადასახდელების დავალიანებამ შეადგინა 85,368.64 ლარს (შპს „თვალი“ – 2,994.59 ლარი, შპს “ევროპა პლუს თბილისი” – 1,264.20 ლარი, შპს შპს “ობიექტივი” – 8,215.20 ლარი, შპს “ქუთაისი” – 2,457.18 ლარი, შპს “სუპერპეიჯი” – 1,461.60 ლარი, შპს “ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია” – 8,549.91 ლარი, შპს “ მე-9 არხი” – 7,530.60 ლარი, შპს “იბერია ტვ” – 9,858.20 ლარი, შპს “პირველი სტერეო” – 24,895.00 ლარი, შპს “ულტრა კომუნიკაციები” – 1,923.37 ლარი, შპს “რადიო იმედი” – 5,350.19 ლარი, შპს “ელსი რადიო” – 630.00 ლარი, შპს “ჰარალე”- 831.60 ლარი, შპს “თბილისი” – 3,765.60 ლარი, შპს “სამეგრელო” – 4,811.00 ლარი, შპს “რადიო საქართველო” – 830.40 ლარი).
კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად “რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ერთობლივ შემოსავალსა (დღგ-ის გარეშე) და იმავე საანგარიშო თვეში სხვა ავტორიზებული პირების მიერ დაშვების ან/და ურთიერთჩართვის გაწეულ მომსახურებაზე აღიარებულ გადასახდელებს შორის სხვაობის 1 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური” .
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად: “რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადამხდელები არიან ლიცენზიის მფლობელები. რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობაა არა უმეტეს 1 პროცენტი ლიცენზიის მფლობელის შემოსავლიდან, რომელშიც შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი (დღგ-ის გარეშე). რეგულირების ყოველწლიური საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში ლიცენზიის მფლობელის შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასური და წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით”.
კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელი ზოგიერთი კომპანიის მხრიდან ჯერ კიდევ ადგილი აქვს რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში დიდი დაგვიანებით წარმოდგენის ფაქტებს, რაც აფერხებს საანგარიშო პერიოდში შესაბამისი შემოსავლების ზუსტი ოდენობის დროულ დადგენას.
კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების ანალიზიდან ირკვევა, რომ მ/წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ბოლო 3 და მეტი თვის განმავლობაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები ლიცენზიის მფლობელ 107 კომპანიას (დანართი №2).
ნულოვანი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები წარმოადგინა 6 კომპანიამ (დანართი №3).
ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ, მ/წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, გადახდილმა რეგულირების საფასურის თანხამ შეადგინა 5,089,352.80 ლარი, ხოლო მთლიანმა დავალიანებამ მ/წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგინა – 1,046,018.91 ლარი (დანართი №3), რომელიც ერიცხებათ ლიცენზიის მფლობელ 83 კომპანიას, უმეტესი თანხა – 1,034,976.15 ლარი (99%) ლიცენზიის 19 მფლობელზე ნაწილდება (სს “ეგრისი” – 72,631.71 ლარი, შპს “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია” – 3,567.74 ლარი, სს “გლობალ ერთი” – 24,576.61 ლარი, სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“- 628,790.00 ლარი, შპს “ვანექსი” – 3,158.25 ლარი, შპს “მერიდიან ექსპრესი” – 2,024.10 ლარი, შპს “საქაერონავიგაცია” – 1,707.93 ლარი, შპს “ახალი ქსელები” – 7,990.78 ლარი, შპს „ახალი ქსელები“ ქუთაისი - 17,791.98 ლარი, შპს “ჯეოსელი” – 142,986.32 ლარი, შპს “ახტელი” – 5,644.19 ლარი, შპს „ჯორჯია ონლაინი“ – 69,082.43 ლარი, შპს „ტელენეტი“ – 14,918.71 ლარი, შპს “მზე” – 2,377.18 ლარი, შპს “ტელეიმედი” – 9,201.46 ლარი, შპს “სანეტი” – 5,927.46 ლარი, შპს „საქართველოს ფოსტა“ - 5,857.00 ლარი, შპს “ტექნო-მედია” – 1,320.32 ლარი, შპს „რუსთავი 2“ – 15,421.98 ლარი.). ამასთან, რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანება ერიცხება გაუქმებული ლიცენზიების მქონე კომპანიებს (ექვსი კომპანია) რაც მთლიანობაში შეადგენს – 2,877.93 ლარს (დანართი 3/1).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიღებულ იქნეს ცნობად კომისიის აპარატის ფინანსური სამსახურის უფროსის ი.აბულაძის ინფორმაცია კომისიის 2005 წლის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ;
2. დამტკიცდეს წარმოდგენილი 2005 წლის კონსოლიდირებული ფინანსური მაჩვენებლები:
ა) დარიცხული შემოსავლები, მათ შორის:
რეგულირების საფასური და სხვა შემოსავლები--------5,103,512.80 ლარი;
სალიცენზიო გადასახდელები---------------------------4,830,478.57 ლარი;
უნივერსალური მომსახურების ფონდი----------------5,118,900.18 ლარი;
(9,933,991.37 ლარი)
ბ) საოპერაციო ხარჯები------------ ------------------------3,433,407.74 ლარი;
გ) ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯები----------1,681,176.01 ლარი;
დ) ფინანსური რეზევის ფონდი---------------------------9,938,307.80 ლარი;
(4,819,407.62 ლარი)
3. დამტკიცდეს 2005 წლის ბოლოსთვის კომისიის შემოსავლების ხარჯებზე გადამეტება 9,938,307.80 (4,819,407.62) ლარის ოდენობით;
4. დაევალოთ კომისიის აპარატის მონიტორინგის, მაუწყებლობის მონიტორინგის და ფინანსურ სამსახურებს, სისტემატური კონტროლი დააწესონ ლიცენზიის მფლობელთა მხრიდან სალიცენზიო პირობების დაცვის უზრუნველყოფაზე;
5. კომისიის აპარატის შესაბამისმა სამსახურებმა ხელი შეუწყონ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის N12 დადგენილებით დამტკიცებული “რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ“ ნორმატიული აქტის შესრულებას;
6. დაევალოთ კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს ლიცენზიის მფლობელთა მიერ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადაუხდელობის ან/და კომისიაში შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კომისიის აპარატის ფინანსური სამსახურის, შესაბამისი სამსახურეობრივი ბარათის საფუძველზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყება;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1-ა) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ფინანსურ სამსახურს (ი. აბულაძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
