მომსახურების ბაზრის სეგმენტის - მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების კვლევისა და ანალიზის დაწყების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 14, 2006
მიღების თარიღი თებერვალი 24, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოსულია შპს „შავი ზღვის ტელეკომის” განცხადება (02.02.06 წ. №31/06) მაგისტრალური არხების მომსახურების ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების გამოვლენის შესახებ. განმცხადებელს მიაჩნია, რომ საქართველოში მოქმედი ტარიფები ძალზედ მაღალია და არ შეესაბამება ამჟამად არსებულ საბაზრო მოთხოვნებს. განმცხადებელი მოითხოვს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, კომისიამ შეისწავლოს საქართველოში ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალების მქონე ოპერატორები და მათგან გამოავლინოს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ერთეულები. ამასთან, აღნიშნული კანონის 35-ე მუხლის თანახმად, მოახდინოს მომსახურების ტარიფების ხარჯებთან ორიენტირება.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის დაწყების თაობაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც ასაბუთებს მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევისა და ანალიზის დაწყების საჭიროებას და ამ დასაბუთებას ეთანხმება კომისია. მომსახურების ბაზრის ანალიზის, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის განსაზღვრის პროცედურები მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
კომისიას მიაჩნია, რომ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტს, რომელიც ექვემდებარება კვლევას და ანალიზს, წარმოადგენს მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურება.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მომსახურების ბაზრის სეგმენტის - მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების კვლევისა და ანალიზის შესახებ (ე.ასანიძე);
2. გამოქვეყნდეს ცნობა ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე მომსახურების ბაზრის სეგმენტის - მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის დაწყების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (ნ.ჯანელიძე);
3. საკითხის საჯარო მოსმენა გაიმართოს 2006 წლის 11 აპრილს 12:00 საათზე; გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე: დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრები:
დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
