წვდომის მენიუ

ი/ს “ავთანდილ როგავასთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 81 / 13

გამოქვეყნების თარიღი მარტი 15, 2006

მიღების თარიღი თებერვალი 24, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ ი/ს “ავთანდილ როგავამ”   (რეგისტრირებული ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ, რეგისტრაციის №12/1-4672, 27.10.2000; საიდენტიფიკაციო №112787627)  კომისიას მიმართა განცხადებით (№7/27-06, 17.02.06) ქ. ქუთაისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირის მინიჭების თაობაზე.  სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ტაქსოპარკის რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს ი/ს “ავთანდილ როგავას” 150.225 მგჰც და 155.475 მგჰც სიხშირეები ქ. ქუთაისში რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს ი/ს “ავთანდილ როგავასთვის“ მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/ს “ავთანდილ როგავასთვის“ სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.         გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                     დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები