წვდომის მენიუ

”F.H.Bertling-ის საქართველოში წარმომადგენლობითი ოფისისთვის”სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 85 / 13

გამოქვეყნების თარიღი მარტი 15, 2006

მიღების თარიღი თებერვალი 28, 2006

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ”F.H.Bertling-ის საქართველოში წარმომადგენლობითმა ოფისმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2002 წლის 25 ნოემბერს   N 2/8-164) კომისიას მიმართა განცხადებით (№7/29-06, 21.02.06.) ფოთი-ლაგოდეხის მიმართულებით ”ბრითიშ პეტროლიუმის” არაგაბარიტული ტვირთის ტრანსპორტირების დროს რადიოკავშირის უზრუნველსაყოფად მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირის მინიჭების თაობაზე.  სიხშირე გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

          “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს ”F.H.Bertling-ის საქართველოში წარმომადგენლობით ოფისს” 150.800 მგჰც სიხშირე ფოთი-სუფსა-ლანჩხუთი-სამტრედია-ქუთაისი-ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე-გომი-მცხეთა-თბილისის შემოსასვლელი გზა საგარეჯო-გურჯაანი-ლაგოდეხის მიმართულებაზე ოპერატიული  რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში  ”F.H.Bertling-ის საქართველოში წარმომადგენლობითი ოფისისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1ა) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                     დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები