საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2006 წლის N 16 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 15, 2006
მიღების თარიღი მარტი 02, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2006 წლის 28 თებერვლის კომისიის N 16 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2006 წლის 2 მარტის N 16 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:
ა) შპს “გლობალ სექურითი”-სთვის სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს.ს. შავგულიძე);
2. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის 2 მარტის N 16 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
