წვდომის მენიუ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 88 / 13

გამოქვეყნების თარიღი მარტი 15, 2006

მიღების თარიღი მარტი 02, 2006

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა კომისიას მიმართა განცხადებით (№10/1-1130, 27.02.06.) ქ. თბილისის ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე.  სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

  “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს                                                                                                                                                                                               403.925 მგჰც,  408.925 მგჰც,  403.275 მგჰც, 408.325 მგჰც,  415.775 მგჰც, 420.925 მგჰც,      423.425 მგჰც  და   428.475 მგჰც  სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში  (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1ა) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე).

კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები