საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 07, 2006
მიღების თარიღი იანვარი 10, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ კომისიას მიმართა განცხადებებით საზღვაო ხომალდებისთვის წარმოდგენილი “რადიოსადგურის ანკეტის” გათვალისწინებით რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საზღვაო ხომალდებს (“CENTAURAS”, “LISA”, SCHS “POTI”, “VLADIMIR”, “PMB-40-POTI”, “VEGA”, “SHOTA” და “RITSA”) ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის ნიშნები:
|
N |
ნებარ- თვის N |
ხომალდის მფლობელი |
ხომალდის დასახელება |
სახმობი |
MMSI N |
Selective call |
|
1 |
0712 |
JSC Buncetavr |
“CENTAURAS” |
4LDO |
213 527 000 |
- |
|
2 |
0713 |
Bright Castle Co.Ltd |
“LISA” |
4LER |
213 528 000 |
- |
|
3 |
0714 |
Murman Bagatelia |
SCHS “POTI” |
4LRQ |
- |
- |
|
4 |
0718 |
Erekle Gudjabidze |
“VLADIMIR” |
4LSE |
- |
- |
|
5 |
0719 |
Mukhran Tugushi |
“PMB-40-POTI” |
4LSI |
- |
- |
|
6 |
0720 |
Teimuraz Lomadze |
“VEGA” |
4LSF |
- |
- |
|
7 |
0721 |
David Dzidziguri |
“SHOTA” |
4LSG |
- |
- |
|
8 |
0051 |
Cooperative Enterprises “Sukhumi” |
“RITSA” |
4LSD |
- |
- |
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ . თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
