საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2006 წლის N 17 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2006
მიღების თარიღი მარტი 10, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2006 წლის 10 მარტის კომისიის N 17 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2006 წლის 10 მარტის N 17 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:
ა) შპს “SABATEL”-ის N 1371 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და შპს “SABATEL”-სა და შპს ”ალკომს” შორის ლიცენზიის გადაპირების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე – სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურის უფროსი);
ბ) შპს ”ბლუმფინ ლიმიტედი”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე – სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურის უფროსი).
2. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის 10 მარტის N 17 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
