რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 23, 2006
მიღების თარიღი მარტი 10, 2006
წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სატელევიზიო გადამცემი სადგურები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი სატელევიზიო სადგურებისთვის.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ გადაწყვიტა: 1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის SOLOKHAUL KRAS – 7 TBK, ROSTOV-NA-DONU – 2 TBK, KHADYJENSK KRASN – 51 TBK, ZANDAK CHECH – 46 TBK, TYRNYAUZ KAB-BAL – 30 TBK, AKUSHA DAG – 28 TBK, NAZRAN ING – 49 TBK, TATIANOVKA KRASN – 25 TBK, TATIANOVKA KRASN – 30 TBK, SHAPSUGSKAYA KRASN – 23 TBK, SHAPSUGSKAYA KRASN – 34 TBK, DAI CHECH – 6 TBK, DAI CHECH – 12 TBK, ULUSKERT CHECH – 10 TBK, ULUSKERT CHECH – 8 TBK, KHALKILOI CHECH – 11 TBK, KHALKILOI CHECH – 9 TBK, ZONY CHECH – 11 TBK და ZONY CHECH – 9 TBK მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (№UMS-50/3171; 23.12.05; №UMS-50/3164; 23.12.05; №UMS-50/3165; 23.12.05; №UMS-50/3195; 23.12.05; №UMS-50/3202; 23.12.05. და №UMS-50/3226; 27.12.05. წერილების დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
