წვდომის მენიუ

შპს „ბლუმფინ ლიმიტედი“-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 99 / 1

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2006

მიღების თარიღი მარტი 10, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2006 წლის 7 თებერვლის №59/10 გადაწყვეტილებით რადიოსიხშირული სპექტრით 835,905 მგჰც – 838,365 მგჰც (მობილური სადგურისათვის) და 880,905 მგჰც - 883,365 მგჰც (ბაზური სადგურისათვის სიხშირულ დიაპაზონში მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად  გამოცხადდა შპს „ბლუმფინ ლიმიტედი“. ამავე გადაწყვეტილებით შპს „ბლუმფინ ლიმიტედს“ „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის და 52-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდის წესი.

შპს „ბლუმფინ ლიმიტედმა“ 2006 წლის 7 მარტს კომისიას მიმართა წერილით, რომ მის მიერ სრულად გადახდილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 71,887,039 (სამოცდათერთმეტი მილიონ რვაას ოთხმოცდაშვიდი ათას ოცდაცხრამეტი) ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან  წარმოდგენილია წერილი №18-06-13/163/715. 6.03.2006წ. რომლის მიხედვით შპს “ბლუმფინ ლიმიტედის” მიერ გადახდილია   39,687,068.89 აშშ დოლარი.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს “ბლუმფინ ლიმიტედის” მიერ ბეს სახით გადახდილია 250,000 აშშ დოლარი (451,875 (ოთხას ორმოცდათერთმეტი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარი.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F7 ლიცენზია შპს “ბლუმფინ ლიმიტედს” მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის 835,905 მგჰც – 838,365 მგჰც (მობილური სადგურისათვის) და 880,905 მგჰც - 883,365 მგჰც (ბაზური სადგურისათვის) სიხშირულ დიაპაზონში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 10 წლის ვადით ;

2. უზრუნველყოს შპს „ბლუმფინ ლიმიტედმა“:

ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;

ბ) ლიცენზიის მიღებიდან სამი წლის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონში არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურების განხორციელება;

გ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებების IIF პორტებით და შესაბამისი პროგრამული მართვით უზრუნველყოფა;

3. ამ გადაწყვეტილების მიზნებისათვის საქართველოს რეგიონები განისაზღვრება:

ა) რეგიონი 1: ქ. ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის რაიონები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა;

ბ) რეგიონი 2: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;

გ) რეგიონი 3: ქ.ქუთაისი, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის, ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის რაიონები;

დ) რეგიონი 4: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის რაიონები;

ე) რეგიონი 5: ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის რაიონები;

ვ) რეგიონი 6: ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;

ზ) რეგიონი 7: ქ. რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის რაიონები;

თ) რეგიონი 8:  ქ. ცხინვალი, გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ჯავის რაიონები;

ი) რეგიონი 9: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;

კ) რეგიონი 10: ქ. თბილისი.

4. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე:                             დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრები:                                        დ. პატარაია

                                                                    გ. ფრუიძე

                                                                    ზ. ნონიკაშვილი

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები