საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 14 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 15, 2007
მიღების თარიღი მარტი 02, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2007 წლის 02 მარტის N 14 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის 2007 წლის № 14 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 და მე-3 საკითხები (შპს ”ახალ ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, შპს ”ახტელსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავების განხილვის შესახებ) მ/წლის 9 მარტის კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტში სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” გამოუცხადებლობის გამო;
2. დამატებით შეტანილ იქნეს წარმოდგენილ N 14 სხდომის დღის წესრიგის პროექტში 2 (ორი) საკითხი:
ა) შპს ”ჯეოსელის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 17 და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N 61 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);
ბ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №353/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ი. ხარებავა);
3. დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 02 მარტის N 14 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
