წვდომის მენიუ

შპს ”დელტანეტი” - სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ

ნომერი: 109 / 1

გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2007

მიღების თარიღი მარტი 02, 2007

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 22 დეკემბრის №552/10 გადაწყვეტილებით უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა) გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად  გამოცხადდა შპს ”დელტანეტი”, ისევე,  როგორც კომისიის 2007 წლის 12 იანვრის №10/10 გადაწყვეტილებით - რადიოსარელეო კავშირებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის  მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”დელტანეტი”.

კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებებით შპს ”დელტანეტს” „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის  30% -ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ერთი თვის ვადაში  გადახდის წესი თითოეული ლიცენზიისთვის. კერძოდ,

1. უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად - 236,263.5 (ორას ოცდათექვსმეტი ათას ორას სამოცდასამი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი 2007 წლის 22 იანვრამდე.

2. რადიოსარელეო კავშირებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის  მისაღებად - 4,047.72 (ოთხი ათას ორმოცდაშვიდი ლარი და სამოცდათორმეტი თეთრი) ლარი 2007 წლის 12 თებერვლამდე.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს ”დელტანეტი”-ს მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%  თითოეული ლიცენზიისთვის კერძოდ, უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად - 2007 წლის 18 იანვარს, ხოლო რადიოსარელეო კავშირებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის  მისაღებად - 12 თებერვალს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპსდელტანეტსრადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F45 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

) რადიოსიხშირული სპექტრი: 2284   ¸   2382  მჰც სიხშირულ ზოლში  უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა)

) ლიცენზიის მოქმედების ვადა:  2007 წლის 18 იანვრიდან - 2017 წლის 18 იანვრამდე;

) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (807,691.5 - რვაას შვიდი ათას ექვსას ოთხმოცდათერთმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (ვაკე-საბურთალო) - N200122900;

- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300043021;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (807,691.5 - რვაას შვიდი ათას ექვსას ოთხმოცდათერთმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

134,615.25 ლარი    -   2007 წლის 18 მარტამდე;

134,615.25 ლარი    -   2007 წლის 18 მაისამდე;

134,615.25 ლარი    -   2007 წლის 18 ივლისამდე;

134,615.25 ლარი    -   2007 წლის 18 სექტემბრამდე;

134,615.25 ლარი    -   2007 წლის 18 ნოემბრამდე;

134,615.25 ლარი    -   2008 წლის 18 იანვრამდე;

4. მიეცეს შპსდელტანეტსრადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F46 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

) რადიოსიხშირული სპექტრი რადიოსარელეო კავშირებისათვის შემდეგ სიხშირულ ზოლებზე:

ა.ა  5974.85 მჰც ± 14.5 მჰც    და    6226.89 მჰც ± 14.5 მჰც;

ა.ბ  6004.5   მჰც ± 14.5 მჰც    და    6256.54 მჰც ± 14.5 მჰც;

ა.გ  6034.15 მჰც ± 14.5 მჰც    და    6286.19 მჰც ± 14.5 მჰც;

ა.დ 6063.8  მჰც ± 14.5 მჰც    და    6315. 84მჰც ± 14.5 მჰც.  

) რადიოსარელეო სადგურების განთავსების კოორდინატები:

ბ.ა)   თბილისი                      41˚45’ 34’’                   44˚55’ 48’’

ბ.ბ)   მცხეთა                         41˚49’ 46’’                   44˚41’ 08.3’’

ბ.გ)   გორი                            42˚00’ 25’’                   44˚02’ 26’’

ბ.დ)  დედაბერა                     42˚09’ 12’’                   43˚31’ 28’’

ბ.ე)   ზესტაფონი                   42˚06’ 36.7’’                43˚00’ 55’’

ბ.ვ)   გურია                           42˚03’ 58’’                   42˚13’ 04’’

ბ.ზ)   მწვანე კონცხი              41˚41’ 38’’                   41˚42’ 54’’

) ლიცენზიის მოქმედების ვადა:  2007 წლის 12 თებერვლიდან - 2017 წლის 12 თებერვლამდე;

) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

5. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (13,837.32 - ცამეტი ათას რვაას ოცდაჩვიდმეტი ლარი და ოცდათორმეტი თეთრი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (ვაკე-საბურთალო) - N200122900;

- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300043021;

6. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (13,837.32 - ცამეტი ათას რვაას ოცდაჩვიდმეტი ლარი და ოცდათორმეტი თეთრი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

2,306.22 ლარი    -   2007 წლის 12 აპრილამდე;

2,306.22 ლარი    -   2007 წლის 12 ივნისამდე;

2,306.22 ლარი    -   2007 წლის 12 აგვისტომდე;

2,306.22 ლარი    -   2007 წლის 12 ოქტომბრამდე;

2,306.22 ლარი    -   2007 წლის 12 დეკემბრამდე;

2,306.22 ლარი    -   2008 წლის 12 თებერვლამდე;

7.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო  რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                          დ.ქიტოშვილი

კომისიის წევრები                                                     დ.პატარაია

                                                                                   გ.ფრუიძე

                                                                                   ზ.ნონიკაშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები