საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 3 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 29, 2007
მიღების თარიღი იანვარი 12, 2007
გადაწყვიტა:
1. დამატებით შეტანილ იქნეს წარმოდგენილ N 3 სხდომის დღის წესრიგის პროექტში 4 (ოთხი) საკითხი:
ა) შპს ”მუსიკალური იმედის” № 1458 ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. გ. რატიშვილი);
ბ) შპს ”ელეგიას” № 1322 ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. გ. რატიშვილი);
გ) შპს ”სუფსა ტექნოკომის” გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი);
დ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მუშაკებისათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი).
2. დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 12 იანვრის N 3 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის მ.შ. გ. ფრუიძე
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი