წვდომის მენიუ

შპს ”ორბი-2006”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 113 / 13

გამოქვეყნების თარიღი მარტი 20, 2007

მიღების თარიღი მარტი 02, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ორბი-2006”-მა (რეგისტრირებული  ქ. თბილისის  საგადასახადო ინსპექციის მიერ, №4746/002-შპს, 25.04.06) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისის ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში  ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს ”ორბი-2006” აწარმოებს პიროვნების და კერძო საკუთრების დაცვას. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

  “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს  შპს ”ორბი-2006”-ს 159.700 მგჰც და 165.800 მგჰც სიხშირეები  ქ. თბილისის ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს ”ორბი-2006”-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ორბი-2006”-სთვის სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                   დ. ქიტოშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

           კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები