შპს ”ჯეოსელის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 17 და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N 61 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 20, 2007
მიღების თარიღი მარტი 02, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (01.03.2007 №7/55-07) მიმართა შპს ”ჯეოსელმა” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F17 და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N61 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეოსელი” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F17 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 895-905 მჰც, 940-950 მჰც მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 02.04.2007 წ;
გ) ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ დამტკიცებამდე გამოყენებული იქნას №261 ლიცენზიაში გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო აღნიშნული გეგმის დამტკიცების შემდეგ, გეგმის შესაბამისად და ავტორიზებული საქმიანობისთვის;
და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N61 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-7-7 (რვა-შვიდი-შვიდი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 02.04.2007 - მდე;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ”, ხოლო ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ”განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილი უნდა იქნას კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.”
შპს ”ჯეოსელი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F17 და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N61 ლიცენზიებს მოქმედების ვადა გასდის 2007 წლის 2 აპრილს შესაბამისად, შპს ”ჯეოსელი”-ს მიერ დაცულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მოთხოვნები ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კომისიაში ერთი თვით ადრე წარმოდგენასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F17 და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N61 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშებისას, კომისიამ იხელმძღვანელა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტია ა) ქვეპუნქტით, რომლის შესაბამისადაც, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში ”ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს”.
გამომდინარე იქედან, რომ შპს ”ჯეოსელი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F17 და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N61 ლიცენზიებს ვადა გასდის 2007 წლის 2 აპრილს, აღნიშნულ ლიცენზიებს მოქმედების ვადა უნდა გაუგრძელდეს 2007 წლის 2 აპრილიდან - 10 წლის ვადით, რაც გულისხმობს, რომ ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტია ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, შეადგენს 2005 წლის 2 აპრილიდან 2007 წლის 2 აპრილამდე ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილების პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად ”სიხშირული ზოლი არის კონკრეტული საზღვრებით შემოფარგლული და სიხშირულ დიაპაზონებში გამოყოფილი რადიოსიხშირული სპექტრის მონაკვეთების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება ერთიდაიგივე ელექტრონული საკომუნიკაციო საქმიანობისათვის”.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის შესაბამისად დანაწილებული მობილური საკომუნიკაციო მომსახურების სისტემებისთვის გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო ორი წლის განმავლობაში გამართულია 6 აუქციონი:
|
N |
სიხშირული სპექტრი, სამოქმედო ზონა |
რესურსით სარგებლობ. საფასურის საწყისი ოდენობა |
რესურსით სარგებლობის საფასურის აუქციონზე დაფიქსირებული ოდენობა |
აუქციონის ჩატარების თარიღი |
გამარჯვებული |
მჰც |
|
1 |
1935 მჰც - 1950 მჰც; 2125 მჰც – 2140 მჰც; 1915 მჰც -1920 მჰც, საქართველოს მთელი ტერიტორია |
8,491,392.00 ლარი |
20,379,352.00 ლარი |
05.08.2005 |
შპს “მაგთიკომი” |
35 |
|
2 |
1745,1 მჰც - 1760 მჰც და 1840,1 მჰც – 1855 მჰც საქართველოს მთელი ტერიტორია |
1,026,000.00 ლარი |
1,026,000.00 ლარი |
22.11.2005 |
შპს “მაგთიკომი” |
29.8 |
|
3 |
835,905 მჰც – 838,365 მჰც და 880,905 მჰც - 883,365 მჰც, საქართველოს მთელი ტერიტორია |
4,203,927.00 ლარი |
71,887,039.00 ლარი |
07.02.2006 |
შპს “ბლუმფინ ლიმიტედი” |
4.92 |
|
4 |
1920-1935 მჰც, 2110-2125 მჰც, 1910-1915 მჰც საქართველოს მთელი ტერიტორია |
8,491,392.00 ლარი |
19,954,782.00 ლარი |
25.04.2006 |
შპს ”არგოტექსი” |
35 |
|
5 |
1950-1965 მჰც, 2140-2155 მჰც, 2010-2015 მჰც საქართველოს მთელი ტერიტორია |
8,491,392.00 ლარი |
18,681,072.00 ლარი |
23.05.2006 |
შპს”ტელეკომ-ინვესტი საქართველო” |
35 |
|
6 |
1740,4 – 1741,2 მჰც და 1835,4 – 1836,2 მჰც; 1780,6 – 1784,8 მჰც და 1875,6 – 1879,8 მჰც საქართველოს მთელი ტერიტორია |
7,742,826.00 ლარი |
17,808,518.00 ლარი |
18.12.2006 |
შპს ”ჯეოკომინვესტი” |
10 |
შესაბამისად, აუქციონებზე გამოტანილი სიხშირეების საერთო რაოდენობამ შეადგინა 149.72 მჰც, ხოლო თანხამ - 149,736,763.00 (ას ორმოცდაცხრა მილიონ შვიდას ოცდათექვსმეტი ათას შვიდას სამოცდასამი) ლარი. 1 მჰც საფასური შეადგენს - 1,000,111.96 (ერთი მილიონ ას თერთმეტი ლარი და ოთხმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარს.
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F17 ლიცენზია ითვალისწინებს 20 მჰც სარგებლობის უფლებას (895-905 მჰც, 940-950 მჰც), შესაბამისად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგენს 20,002,239.20 (ოცი მილიონ ორი ათას ორას ოცდაცხრამეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარს (20 მჰც x 1,000,111.96 ლარი= 20,002,239.20 ლარი).
კომისია აღნიშნავს, რომ ციფრების სამნიშნა კომბინაციით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ბოლო ორი წლის განმავლობაში სულ გამართულია 5 აუქციონი:
|
N |
ნუმერაციის რესურსი |
რესურსით სარგებ-ლობის საფასურის საწყისი ოდენობა |
რესურსით სარგებლობის საფასურის აუქციონზე დაფიქსირებული ოდენობა |
აუქციონის ჩატარების თარიღი |
გამარჯვებული |
|
1 |
8-5-3 (რვა-ხუთი-სამი); |
15,000.00 ლარი |
15,750.00 ლარი |
02.06.2006 |
შპს „კომუნიკაცი-ების საკონსულტა-ციო ჯგუფი” |
|
2 |
8- 9- 1 (რვა-ცხრა-ერთი) |
15,000.00 ლარი |
15,750.00 ლარი |
30.06.2006 |
შპს “მაგთიკომი” |
|
3
|
8-5-4 (რვა - ხუთი - ოთხი) |
15,000.00 ლარი |
15,750.00 ლარი |
10.11.2006 |
შპს ”ლაგი” |
|
4 |
8-7-0 |
15,000.00 ლარი |
16,500.00 ლარი |
02.02.2007 |
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია |
|
5 |
8-7-8 |
15,000.00 ლარი |
15,750.00 ლარი |
02.02.2007 |
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია |
შესაბამისად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური (აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკული) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგენს 15,900.00 (თხუთმეტი ათას ცხრაასი) ლარს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს ”ჯეოსელის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 17 ლიცენზიას 2007 წლის 2 აპრილიდან 10 წლით - 2017 წლის 2 აპრილამდე;
2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F17 ლიცენზიისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს - 20,002,239.20 (ოცი მილიონ ორი ათას ორას ოცდაცხრამეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარით.
3. უზრუნველყოს შპს ”ჯეოსელმა” 20,002,239.20 (ოცი მილიონ ორი ათას ორას ოცდაცხრამეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარის 2007 წლის 2 აპრილამდე გადახდა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
-ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (მთაწმინდა-კრწანისი) - N200122900;
- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300033021;
4. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 17 ლიცენზიისთვის განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 895-905 მჰც, 940-950 მჰც მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 02.04.2017 წ;
გ) უზრუნველყოს შპს ”ჯეოსელმა” 895-905 მჰც, 940-950 მჰც რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზებული საქმიანობისთვის;
5. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს ”ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N61 ლიცენზიას 2007 წლის 2 აპრილიდან 10 წლით - 2017 წლის 2 აპრილამდე;
6. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N61 ლიცენზიისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს - 15,900.00 (თხუთმეტი ათას ცხრაასი) ლარით.
7. უზრუნველყოს შპს ”ჯეოსელმა” 15,900.00 (თხუთმეტი ათას ცხრაასი) ლარის 2007 წლის 2 აპრილამდე გადახდა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
-ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (მთაწმინდა-კრწანისი) - N200122900;
- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300033020;
8. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N61 ლიცენზიისთვის განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-7-7 (რვა-შვიდი-შვიდი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 02.04.2017 - მდე;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
9. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი თვის ვადაში;
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრები დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
