წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 353/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 115 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 30, 2007

მიღების თარიღი მარტი 02, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ”კომისია”), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,

გადაწყვიტა:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს  353/22 გადაწყვეტილების მე-11 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში შევიდეს ცვლილებები:

ა) № 2 დანართის მე-6 პუნქტში საშტატო ერთეულის რაოდენობა განისაზღვროს 4-ით;

ბ) № 2 დანართის მე-6 პუნქტის 6.3. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6.3. წამყვანი სპეციალისტი -2 -15-30;

გ) საშტატო ერთეულის საერთო რაოდენობა განისაზღვროს 81-ით;

დ) შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტის საერთო ჯამი განისაზღვროს 765.00-ით, ხოლო კოეფიციენტების საერთო ჯამი - 1.375.00-ით.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინსტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრი                                               გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                               დ. პატარაია

კომისიის წევრი                                               ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები