წვდომის მენიუ

სს ”ტელენეტი” - სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 12 / 1

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 17, 2007

მიღების თარიღი იანვარი 12, 2007

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №516/10 გადაწყვეტილებით 3410.0 – 3431.0 მჰც და 3510.0 – 3531.0 მჰც სიხშირულ ზოლებზე ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად  გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოვლინდა სს ”ტელენეტი”. ამავე გადაწყვეტილებით სს ”ტელენეტს” „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდის წესი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ სს ”ტელენეტი”-ს მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილია - ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (522,765.06 - ხუთას ოცდაორი ათას შვიდას სამოცდახუთი ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 165,957.12 (ას სამოცდახუთი ათას ცხრაას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და თორმეტი თეთრი) ლარი ანუ 356,807.94 (სამას ორმოცდათექვსმეტი ათას რვაას შვიდი ლარი და ოთხმოცდათოთხმეტი თეთრი) ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს სს ”ტელენეტს”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F41 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 3410.0 – 3431.0 მჰც და 3510.0 – 3531.0 მჰც სიხშირულ ზოლებზე ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად;  

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 12 იანვრამდე;

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

) ლიცენზიის მიღებიდან სამი წლის განმავლობაში არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურება შემდეგ რეგიონებში:

რეგიონი 1: ქ.თბილისი, დაბა წყნეთი;

რეგიონი 2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;

რეგიონი 3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარელის რაიონები;

რეგიონი 4:  ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, რაიონები;

რეგიონი 5: გორის, კასპის, ქარელის,ხაშურის, ცხინვალის, ჯავის რაიონები;

რეგიონი 6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის,  წალკის რაიონები;

რეგიონი 7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;

რეგიონი 8: ქ.ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის,  თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის,  ხარაგაულის, ხონის რაიონები;

რეგიონი 9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;

რეგიონი 10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის,  ცაგერის რაიონები;

რეგიონი 11: ქ.ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის,ხობის  რაიონები,;

რეგიონი 12: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა;

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (1,219,785.14 - ერთ მილიონ ორას ცხრამეტი ათას შვიდას ოთხმოცდახუთი ლარი და თოთხმეტი თეთრი)  გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

-ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (მთაწმინდა-კრწანისი) - N200122900;

- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300033021;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (1,219,785.14 - ერთ მილიონ ორას ცხრამეტი ათას შვიდას ოთხმოცდახუთი ლარი და თოთხმეტი თეთრი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

101,648.76 ლარი    -   2007 წლის 12 თებერვლამდე

101,648.76 ლარი    -   2007 წლის 12 მარტამდე;

101,648.76 ლარი    -   2007 წლის 12 აპრილამდე;

101,648.76 ლარი    -   2007 წლის 12 მაისამდე;

101,648.76 ლარი    -   2007 წლის 12 ივნისამდე;

101,648.76 ლარი    -   2007 წლის 12 ივლისამდე;

101,648.76 ლარი    -   2007 წლის 12 აგვისტომდე;

101,648.76 ლარი    -   2007 წლის 12 სექტემბრამდე;

101,648.76 ლარი    -   2007 წლის 12 ოქტომბრამდე;

101,648.76 ლარი    -   2007 წლის 12 ნოემბრამდე;

101,648.76 ლარი    -   2007 წლის 12 დეკემბრამდე;

101,648.76 ლარი    -   2008 წლის 12 იანვრამდე;

4.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო  რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (ი.ხარებავა).

            კომისიის წევრები                                                     დ.პატარაია

                                                                                                გ.ფრუიძე

                                                                                                ზ.ნონიკაშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები