“ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაო
გამოქვეყნების თარიღი მარტი 15, 2007
მიღების თარიღი მარტი 09, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილების 33-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) დადგენილების პროექტის მომზადება;
3. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2007 წლის 13 აპრილს 12 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან დადგენილების პროექტზე დადებითი სამართლებრივი დასკვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღეში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე,) საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე: დ. ქიტოშვილი
წევრები:
დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
