წვდომის მენიუ

შპს ”სპეცსერვისი 008”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 122 / 13

გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2007

მიღების თარიღი მარტი 09, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”სპეცსერვისი 008”-მ  (რეგისტრირებული  ქ. თბილისის ნაძალადევის რ-ნული სასამართლოს  მიერ, № ¼-543; 28.11.1996.) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თელავის, მარნეულის, ბორჯომისა და ახალციხის ტერიტორიებზე მეტრულ და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში  (სატრანსპორტო  და საყოფაცხოვრებო მომსახურეობისთვის) ოთხი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

     “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”სპეცსერვისი 008”-ს  443.725 მგჰც, 448.975 მგჰც, 154.700 მგჰც და 164.700 მგჰც სიხშირეები ქ. თელავის, მარნეულის, ბორჯომისა და ახალციხის ტერიტორიებზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს ”სპეცსერვისი 008”-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”სპეცსერვისი 008”-სთვის სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                      დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები