წვდომის მენიუ

შპს ”ლაქი გრუპისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 126 / 13

გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2007

მიღების თარიღი მარტი 09, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ლაქი გრუპმა” (რეგისტრირებული  ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის  მიერ, № 206255336; 07.08.2006.) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში  (სატრანსპორტო მომსახურეობისთვის) ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

   “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”ლაქი გრუპს”  424.750 მგჰც და 429.850 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს ”ლაქი გრუპისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ლაქი გრუპისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                      დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები