შპს ”ინტერტაქსისთვის” სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და კომისიის 2005 წლის 22 ივლისის № 522/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2007
მიღების თარიღი მარტი 09, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ინტერტაქსმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 აპრილის N 5/4-4656 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით 150.825 მგჰც და 155.925 მგჰც სიხშირეების მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომლებიც მინიჭებული იყო კომისიის 2005 წლის 22 ივლისი № 522/13 გადაწყვეტილებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის 1 ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-11 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გაუქმებულ იქნეს შპს ”ინტერტაქსისთვის 150.825 მგჰც და 155.925 მგჰც სიხშირეების მინიჭება, ხოლო კომისიის 2005 წლის 22 ივლისი № 522/13 გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
