წვდომის მენიუ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 13 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 29, 2007

მიღების თარიღი იანვარი 12, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ კომისიას მიმართა განცხადებით (შემოსული № 8/241-06; 25.12.06.), ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საინფორმაციო პროგრამების ოფისის თანამგზავრული კავშირით უზრუნველყოფის მიზნით, ქ. თბილისში მიწისზედა თანამგზავრული სადგურის ორი მიმართულებით (მიღება- D/L, გადაცემა-U/L) ფუნქციონირებისთვის, 30მჰც ზოლის სიგანის, სამუშაო  2 სიხშირის მინიჭების საჭიროების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს გეოსტაციონარულ ორბიტაზე, 570-ე მდებარე თანამგზავრთან რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს   4095.0მჰც ± 15მგჰც  და  6920.0მჰც ± 15მგჰც  სიხშირეები, ქ. თბილისში, მიწისზედა თანამგზავრული რადიოკავშირის სადგურის ფუნქციონირებისთვის,  მეორადი გამოყენების უფლებით, (მეორადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებმა არ უნდა შეუქმნან ხელშეშლები პირველადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები. ამასთან ერთად არ შეიძლება მოითხოვონ იმ ხელშეშლებისგან დაცვა, რაც გამოწვეულია პირველადი გამოყენების უფლებით მოქმედი სამსახურების მხრიდან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

1.   აღირიცხოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში  (ა. დაბრუნდაშვილი);

2.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის სიხშირეების მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

3.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

4.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                            გ.ფრუიძე 

კომისიის წევრი                                                                                დ.პატარაია

კომისიის წევრი                                                                                 ზ.ნონიკაშვილი                                     

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები