წვდომის მენიუ

შპს “ტელეკომპანია თბილისის” N 67 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 130 / 23

გამოქვეყნების თარიღი მარტი 22, 2007

მიღების თარიღი მარტი 09, 2007

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2007 წლის 7 მარტს კომისიას წერილით მიმართა შპს “ტელეკომპანია თბილისმა” (№ 6/214-07), რათა მისი კუთვნილი ლიცენზია N67 (საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა) მოდიფიცირდეს საეთერო სპეციალიზებულ ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიად.

  კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ტელეკომპანია თბილისი” ფლობს კერძო მაუწყებლობის N 67 ლიცენზიას საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობის 58-ე სატელევიზიო არხზე.

    “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “ტელეკომპანია თბილისის” N67 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით;

2. შპს “ტელეკომპანია თბილისის” N67 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე   ზეპირი  მოსმენა გაიმართოს 2007 წლის 13 აპრილს 12:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე, მიღებულ იქნას 2007 წლის 13 აპრილს 16:00 საათზე;

3. გამოქვეყნდეს ცნობა ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე (ნ.ჯანელიძე);

4. ეცნობოს შპს “ტელეკომპანია თბილისს” წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების თაობაზე (მ.აროშიძე);

5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არ ექვემდებარება ცალკე გასაჩივრებას;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                   დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრები:                                                                            დ.პატარაია

                                                                                                          ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები