წვდომის მენიუ

ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” ხარჯებზე ორიენტირებული ზღვრული ტარიფების განსაზღვრისა და 2005 წლის 21 ოქტობრის 656/22 გადაწყვეტილებით გ

ნომერი: 132 / 22

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 10, 2007

მიღების თარიღი მარტი 16, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”)  აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის, 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ასევე 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ”დამოუკიებელი მარეგულირებელი ეროვნული ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მულების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 211-ე და 177-ე მუხლების, აგრეთვე  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მ/წლის 02 თებერვლის   № 52/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” ხარჯებზე ორიენტირებული ზღვრული ტარიფების განსაზღვრისა და 2005 წლის 21 ოქტომბრის 656/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების პირობების დაკონკრეტების მიზნით. ზემოაღნიშნულ საკითხზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა დანიშნულ იქნა 2007 წლის  16 მარტს.

  ზეპირი მოსმენის დანიშვნის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებით  სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” მოეთხოვა წარმოედგინა საკანალიზაციო არხებთან დაშვებისა და კაბელის გატარების მომსახურების დანახარჯების წარმოდგენა, რაც მის მიერ განხორციელდა 12 მარტს.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან აღნიშნული საკითხის განხილვასთან დაკავშირებით კომისიაში შემოსულია არაერთი დაინტერესებული კომპანიის წერილი, მნიშვნელოვანია ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებული პირის შენიშვნების, მოსაზრებებისა და წინადადებების გათვალისწინებაც.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების სრულად შეჯერების მიზნით ზეპირი მოსმენა გადაიდაოს და  ნაცვლად 16 მარტისა გაიმართოს 2007 წლის 30 მარტს.

შესაბამისად, კომისიამ

 გადაწყვიტა:

 1. გადაიდოს  ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” ხარჯებზე ორიენტირებული ზღვრული ტარიფების განსაზღვრისა და 2005 წლის 21 ოქტობრის 656/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების პირობების დაკონკრეტების მიზნით კომისიის 2007 წლის 16 მარტის ზეპირი მოსმენის სხდომა 2007 წლის 30 მარტს, 12.00 საათზე:

2. ეცნობოს მხარეებს ზეპირი მოსმენის გადადების თაობაზე;

3. 2007 წლის 30 მარტს ზეპირი მოსმენის სხდომისთვის დაინტერესებული მხარეების მოწვევის უზრუნველყოფა დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ.ბუთბაია);

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ი.ხარებავა);

5.  წინამდებარე  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

კომისიია თავმჯდომარე                                                დ.ქიტოშვილი

კომისიის წევრები:                                                            გ.ფრუიძე

                                                                                             ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები