საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 16 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 12, 2007
მიღების თარიღი მარტი 16, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2007 წლის 16 მარტის N 16 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. დამატებით შეტანილ იქნეს N 16 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 8 (რვა) საკითხი:
ა) შპს ”ჯე თრეველისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ბ) შპს ”ტრაიკვესტ ინთერნეიშენელ გრუპის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
გ) სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და ”მინეტა ვენჩერზ ეს.ეი.”-ს შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N94 ლიცენზიის გადაპირების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);
დ) შპს ”გამასთვის” დოკუმენტაციის წარდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);
ე) „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბერის N13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. კ. ყურაშვილი);
ვ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი);
ზ) კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ (მომხს. გ. რატიშვილი);
თ) კერძო სპეციალიზებულ რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ (მომხს. გ. რატიშვილი).
2. დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 16 მარტის N 16 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
