წვდომის მენიუ

შპს ”კაჭრეთის ახალი ქსელების” გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 139 / 18

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 10, 2007

მიღების თარიღი მარტი 16, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზირებულ პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზირებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისია აკონტროლებს  ავტორიზირებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

კომისია, აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზირებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის და კომისიის 2004 წლის №149/20 გადაწყვეტილების საფუძველზე, 2006 წლის 11 სექტემბერს  კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, ბატონმა მიხეილ გოთოშიამ ჩაატარა შპს ”კაჭრეთის ახალი ქსელების” (ავტორიზირებული 22.06.06 №148/1)    შემოწმება და შეადგინა შემოწმების აქტი №02/2006. შემოწმების აქტში მითითებულია, რომ შპს ”კაჭრეთის ახალ ქსელებს” არ წარმოუდგენია კომისიაში ინფორმაცია სატელეფონო ტრაფიკების შესახებ, რითაც დარღვეულია კომისიის 2004 წლის №149/20 გადაწყვეტილების მე-10 პუნქტი  და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი.”

შპს ”კაჭრეთის ახალი ქსელების” დირექციის განცხადებით, მათ ”არ ჰქონდათ წარმოგენილი ინფორმაცია ტრაფიკის შესახებ, რისი მიზეზიც იყო სამუშაო ოფისის შეცვლა და გარკვეული შიდა ორგანიზაციული საკითხები.”

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ”კაჭრეთის ახალი ქსელების ” გაფრთხილების თაობაზე;

2. შპს ”კაჭრეთის ახალი ქსელების” გაფრთხილების თაობაზე საკითხის განსახილველად  კომისიის  სხდომა    გაიმართოს 2007 წლის 30 მარტს  16-სთ-ზე, მისამართი: ალ, ყაზბეგის გამზ. №42;

 3. შპს ”კაჭრეთის ახალ ქსელებს” უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, აგრეთვე გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ”კაჭრეთის ახალი ქსელებისათვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;

5. წინამდებარე გადაწყვეტილება ცალკე არ საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 პუნქტის ძალით;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე:                                                                   დ. ქიტოშვილი                                                                                    

 კომისიის წევრი:                                                                              ზ. ნონიკაშვილ

                                                                                                             გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები