წვდომის მენიუ

შპს „მ.თ.შ.ვ. უსაფრთხოების სამსახურისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 14 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 29, 2007

მიღების თარიღი იანვარი 12, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ შპს „მ.თ.შ.ვ. უსაფრთხოების სამსახურმა”  (რეგისტრირებული  ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ  N 02287, 12.12.06.) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 1, 19.12.06)  ქ. თბილისში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში (დაცვის თანამშრომლებისთვის) ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გამოყენებული იქნება ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

           “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „მ.თ.შ.ვ. უსაფრთხოების სამსახურს” 407.700 მგჰც სიხშირე ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს „მ.თ.შ.ვ. უსაფრთხოების სამსახურისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „მ.თ.შ.ვ. უსაფრთხოების სამსახურისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                         გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                 დ. პატარაია

კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები