წვდომის მენიუ

შპს ”მაგთიკომისთვის” შპს ”მაქსტელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

ნომერი: 142 / 22

გამოქვეყნების თარიღი მარტი 22, 2007

მიღების თარიღი მარტი 16, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”მაგთიკომმა”, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე და მოითხოვა  შპს ”მაქსტელთან” დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერება, ვინაიდან შპს ”მაქსტელს” მათ მიმართ ერიცხება დავალიანება, რომელმაც 2007 წლის  1 იანვრისათვის შეადგინა 28342.54  ლარი.               

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მაქსტელის” მხრიდან აღიარებულია ვალი, რასაც ადასტურებს შპს ”მაგთიკომის” და შპს ”მაქსტელის” მთავარი ბუღალტრების მიერ შედგენილი ურთიერთშედარების აქტი.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ”ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.”

კომისიის 2007 წლის 16 მარტის სხდომაზე შპს ”მაქსტელის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს ”მაქსტელი” დავალიანებას სრულად დაფარავს 2007 წლის 23 მარტამდე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ

              გადაწყვიტა:

1.   დავალიანების დასაფარად მიეცეს ვადა შპს ”მაქსტელს” 2007 წლის 23 მარტამდე;

2.  შპს ”მაქსტელის” მხრიდან დავალიანების 23 მარტამდე სრულად არ დაფარვის შემთხვევაში მიეცეს უფლება შპს ”მაგთიკომს” შეაჩეროს ურთიერთჩართვის ხელშეკრულება ზემოაღნიშნული დავალიანების სრულად დაფარვამდე;

3.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1) ერთი თვის ვადაში;

4.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე:                                             დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრები:                                                        ზ. ნონიკაშვილი                                                                                    

                                                                                       გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები