შპს “ტრაიკვესტ ინთერნეიშენელ გრუპის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 22, 2007
მიღების თარიღი მარტი 16, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ტრაიკვესტ ინთერნეიშენელ გრუპმა” კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/40-07, 16.02.07) სიხშირეების მინიჭების თაობაზე. კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისიამ განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციის (გადამცემის ტიპი და ძირითადი ტექნიკური პარამეტრები და ა.შ.;) წარმოდგენისათვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი № 06/246-07, 26.02.07.).კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს დამატებითი ინფორმაცია არ წარმოუდგენია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. განუხილველად იქნას დატოვებული შპს “ტრაიკვესტ ინთერნეიშენელ გრუპის” განცხადება სიხშირის მინიჭების შესახებ;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
