სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და კომპანია “მინეტა ვენჩერზ ეს.ეი.”-ს შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N94 ლიცენზიის გადაპირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 10, 2007
მიღების თარიღი მარტი 16, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მომართა სს “საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” (№3/115/147 07.03.2007) და წარმოუდგინა კომპანია “მინეტა ვენჩერზ ეს.ეი.” - სთან 2007 წლის 6 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება ნუმერაციის რესურსის გადაცემის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია №N94-დან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების კომპანია “მინეტა ვენჩერზ ეს.ეი.”-ზე გადაცემას. კერძოდ, 8-7-0 (რვა-შვიდი-ნული) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების პირდაპირ გადაპირებას.
კომისია აღნიშნავს, რომ სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-7-0 (რვა-შვიდი-ნული) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 23 თებერვლამდე;
გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წლის განმავლობაში;
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
ვ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (11,550.00 - თერთმეტი ათას ხუთას ორმოცდაათი ლარი) გადახდის ვალდებულება კომისიის 2007 წლის 23 თებერვლის №105/1 გადაწყვეტილების შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის დარჩენილ ნაწილის - 11,550.00 (თერთმეტი ათას ხუთას ორმოცდაათი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულებას კისრულობს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”.
კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ პირდაპირი გადაპირების საფუძველზე №N94 ლიცენზიის მფლობელად უნდა განისაზღვროს კომპანია “მინეტა ვენჩერზ ეს.ეი.” და შესაბამისად, განხორციელდეს სალიცენზიო მოწმობის გაცემა კომპანია “მინეტა ვენჩერზ ეს.ეი.”-ზე.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. ნუმერაციის რესურსის სარგებლობის №N94 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს კომპანია “მინეტა ვენჩერზ ეს.ეი.”;
2. კომპანია “მინეტა ვენჩერზ ეს.ეი.”-ს №N94 ლიცენზიისთვის განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-7-0 (რვა-შვიდი-ნული) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 23 თებერვლამდე;
გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: 2007 წლის 23 თებერვლიდან 1(ერთი) წლის განმავლობაში;
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
3. უზრუნველყოს სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის (11,550.00 - თერთმეტი ათას ხუთას ორმოცდაათი ლარი) გადახდა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
-ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (მთაწმინდა-კრწანისი) - N200122900;
- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300033020;
962.50 ლარი - 2007 წლის 23 მარტამდე;
962.50 ლარი - 2007 წლის 23 აპრილამდე;
962.50 ლარი - 2007 წლის 23 მაისამდე;
962.50 ლარი - 2007 წლის 23 ივნისამდე;
962.50 ლარი - 2007 წლის 23 ივლისამდე;
962.50 ლარი - 2007 წლის 23 აგვისტომდე;
962.50 ლარი - 2007 წლის 23 სექტემბრამდე;
962.50 ლარი - 2007 წლის 23 ოქტომბრამდე;
962.50 ლარი - 2007 წლის 23 ნოემბრამდე;
962.50 ლარი - 2007 წლის 23 დეკემბრამდე;
962.50 ლარი - 2008 წლის 23 იანვრამდე;
962.50 ლარი - 2008 წლის 23 თებერვლამდე.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრები: გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი