შპს ”ომეგა-1”-სთვის სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და კომისიის 2005 წლის 22 აპრილის № 261/13 და 10 ივნისის № 363/13 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 12, 2007
მიღების თარიღი მარტი 30, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ომეგა-1”-მა (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 ნოემბრის N 2/4-4189 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით 405.425 მგჰც, 410.975 მგჰც და 415.425 მგჰც სიხშირეების მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომლებიც მინიჭებული ჰქონდა კომისიის 2005 წლის 22 აპრილის№ 261/13 და 10 ივნისის № 363/13 გადაწყვეტილებებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის 1 ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-11 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გაუქმებულ იქნეს შპს ”ომეგა-1”-სთვის 405.425 მგჰც, 410.975 მგჰც და 415.425 მგჰც სიხშირეების მინიჭება, ხოლო კომისიის 2005 წლის 22 აპრილის № 261/13 და 10 ივნისის № 363/13 გადაწყვეტილებები ცნობილ იქნას ძალადაკარგულად;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
