შპს „რადიო-არტისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 12, 2007
მიღების თარიღი მარტი 30, 2007
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რადიო არტი” №B52 ლიცენზიის (მოქმედების ვადა 31.12.2011) პირობების შესაბამისად, მაუწყებლობს ქ.თბილისში FM დიაპაზონის 101,9 მჰც სიხშირეზე, 1 კილოვატი სიმძლავრის რადიოსამაუწყებლო გადამცემის გამოყენებით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რადიო არტისთვის” შეირჩა ორი სიხშირე (7111.0 მჰც±3.5 მჰც და 7250.5 მჰც±3.5 მჰც ) ზოლის სიგანით 7 მჰც, რაც გათვალისწინებულია ქ.თბილისში, სტუდიიდან და მობილური სადგურიდან, რადისამაუწყებლო გადამცემამდე (ქ.თბილისის სატელევიზიო ანძა) სამაუწყებლო სიგნალების მისაწოდებლად. სიხშირები გათვალისწინებულია რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოსაყენებლად.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „რადიო არტს” სიხშირე 7250.5 მჰც±3.5 მჰც, ქ.თბილისში, სტუდიიდან და 7111.0 მჰც±3.5 მჰც სიხშირე მობილური სადგურიდან რადიოსამაუწყებლო გადამცემ სადგურემდე სამაუწყებლო სიგნალების მისაწოდებლად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 31.12.2011);
2. აღირიცხოს შპს „რადიო არტისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „რადიო არტისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ.პატარაია
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი ზ.ნონიკაშვილი
