შპს „სტუდია მაესტროსთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 12, 2007
მიღების თარიღი მარტი 30, 2007
კომისია აღნიშნავს, შპს „სტუდია მაესტრო” ფლობს ქ.თბილისში საკაბელო სპეციალიზირებული კერძო ტელემაუწყებლობის ლიცენზიას №B87 (კომისიის გადაწყვეტილება №104/1, 23.02.07).
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სტუდია მაესტროსთვის” შეირჩა ორი სიხშირე (4482 მჰც ± 14 მჰც და 5886 მჰც ± 14 მჰც ) ზოლის სიგანით 28 მჰც, რაც გათვალისწინებულია ქ.თბილისში, მობილური სადგურიდან ქ.თბილისის სატელევიზიო ანძამდე და ანძიდან საკაბელო ქსელის სათაო სადგურამდე სამაუწყებლო პროგრამის მისაწოდებლად. სიხშირები გათვალისწინებულია აღნიშნულ მონაკვეთებზე რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოსაყენებლად.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „სტუდია მაესტროს” სიხშირე 4482 მჰც ± 14 მჰც მობილური სადგურიდან ქ.თბილისის სატელევიზიო ანძამდე და 5886 მჰც ± 14 მჰც ანძიდან საკაბელო ქსელის სათაო სადგურამდე სამაუწყებლო პროგრამის მისაწოდებლად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 23.02.2017);
2. აღირიცხოს შპს „სტუდია მაესტროსთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „სტუდია მაესტროსთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ.პატარაია
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი ზ.ნონიკაშვილი
