წვდომის მენიუ

შპს „ეკომისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 167 / 13

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 12, 2007

მიღების თარიღი მარტი 30, 2007

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ეკომმა” კომისიას მიმართა განცხადებით №17, 02.03.07 ქ.ლაგოდეხში, სტუდიიდან სატელევიზიო ანძამდე რადიოსარელეო ხაზის მეშვეობით ტელესამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად,   სიხშირის მინიჭების  მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს  „ეკომი” №B40 ლიცენზიის (მოქმედების ვადა 31.12.2011) პირობების შესაბამისად, მაუწყებლობს  ქ.ლაგოდეხში  მე-9 სატელევიზიო არხზე, 10 ვატი სიმძლავრის  სამაუწყებლო გადამცემის გამოყენებით.

კომისია  აღნიშნავს, რომ  შპს  „ეკომისთვის” შეირჩა  სიხშირე  (10280 მჰც ± 14 მჰც)  ზოლის სიგანით  28 მჰც, რაც გათვალისწინებულია  ქ.ლაგოდეხში, სტუდიიდან ტელესამაუწყებლო გადამცემამდე (ქ.ლაგოდეხის სატელევიზიო ანძა) სამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად.  სიხშირები გათვალისწინებულია რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოსაყენებლად.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2  პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   მიენიჭოს შპს „ეკომს” სიხშირე 10280 მჰც ± 14 მჰც, ქ.ლაგოდეხში, სტუდიიდან   ტელესამაუწყებლო გადამცემ სადგურემდე (ქ.ლაგოდეხის სატელევიზიო ანძა)  სამაუწყებლო სიგნალის  მისაწოდებლად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 31.12.2011);

2. აღირიცხოს შპს  „ეკომისთვის”  მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის  უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ეკომისთვის”  სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში; 

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე).                                                           

კომისიის     თავმჯდომარე                                                        დ.ქიტოშვილი

კომისიის    წევრი                                                                      დ.პატარაია

კომისიის   წევრი                                                                      გ.ფრუიძე

კომისიის     წევრი                                                                    ზ.ნონიკაშვილი
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები