წვდომის მენიუ

შპს ”ერთობისთვის” რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 17 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 29, 2007

მიღების თარიღი იანვარი 12, 2007

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”ერთობამ” კომისიას მიმართა განცხადებით (შემოსული №056,22.12.06), რადიოსარელეო ხაზის სამ უბანზე სადგურების ფუნქციონირებისთვის, რადიოსიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

     კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს რადიოსარელეო ხაზის საბოლოო სადგურებს შორის დუპლექსური კავშირისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

      “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-19 მუხლის მე-5, მე-7, მე-8 პუნქტების, 29-ე მუხლის შესაბამისად,   კომისიამ

გადაწყვიტა: 

1.   მიენიჭოს შპს ”ერთობას” რადიოსიხშირეები, რადიოსარელეო ხაზის საბოლოო სადგურებს შორის დუპლექსური კავშირისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით, 1 წლის ვადით;

2.   კომერციულ საიდუმლოდ იქნეს მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;

3.   აღირიცხოს შპს ”ერთობისთვის” მინიჭებული რადიოსიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ  რეესტრში (ი. ხარებავა);

4.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ერთობისთვის” რადიოსიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;   

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე).

 კომისიის თავმჯდომარის

 მოვალეობის  შემსრულებელი                                                            გ.ფრუიძე

კომისიის  წევრი                                                                                     დ.პატარაია

კომისიის  წევრი                                                                                     ზ.ნონიკაშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები