ი/მ ”ეკატერინა ჯვარშეიშვილისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 12, 2007
მიღების თარიღი მარტი 30, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ი/მ ”ეკატერინა ჯვარშეიშვილმა” (რეგისტრირებული ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, № 138770024; 26.02.07.) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/61-07, 09.03.07) ქ. სამტრედიაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში (ტაქსებით მომსახურეობისთვის) ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ი/მ ”ეკატერინა ჯვარშეიშვილს” 155.150 მგჰც სიხშირე ქ. სამტრედიაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს ი/მ ”ეკატერინა ჯვარშეიშვილისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/მ ”ეკატერინა ჯვარშეიშვილისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
