წვდომის მენიუ

შპს “სტერეო +”-ს № F 13 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და „შპს “სტერეო +”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ” კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №235/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 172 / 2

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 12, 2007

მიღების თარიღი აპრილი 05, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას წერილით (20.03.2007 №6/276-07) მიმართა შპს ”სტერეო+”-მა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F13 ლიცენზიის მოდიფიცირების თხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სტერეო+” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით: რადიოსიხშირული სპექტრი: 71.0. მჰც სიხშირულ დიაპაზონში ±3 მჰც ფიქსირებული და მოძრავი რადიოსარელეო კომუნიკაციისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 10 წლის ვადით.

როგორც  შპს ”სტერეო +”-ის წერილშია აღნიშნული, კომპანია ზემოაღნიშნულ სიხშირულ დიაპაზონში აწარმოებს კომპანიების მომსახურებას ციფრული ვიდეო კომუნიკაციებით ფიქსირებულ და მოძრავ ობიექტებს შორის. ამავე დროს, კომპანიას სურვილი აქვს მომხმარებელს მიაწოდოს აუდიო კომუნიკაციებით მომსახურება მინიჭებული სიხშირის ფარგლებში და შესაბამისად, ითხოვს ლიცენზიის მოდიფიცირებას, კერძოდ, რომ შპს ”სტერეო +”-ის  № F13 ლიცენზიაში რადიოსიხშირული სპექტრი: 71.0. მჰც სიხშირულ დიაპაზონში ± 3 მჰც გათვალისწინებული იქნას ფიქსირებული და მოძრავი კომუნიკაციებით მომსახურებისთვის.

კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია კომისიის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, 68.0მჰც ¸ 74.0მჰც სიხშირული ზოლი საქართველოში გამოიყენება მობილური და ფიქსირებული რადიოხაზების ფუნქციონირებისთვის. შესაბამისად, აღნიშნული ზოლი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას კომუნიკაციების ისეთი მომსახურებისთვის, რომელიც შეიცავს მოძრავ ან/და ფიქსირებულ რადიოხაზებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია მოდიფიცირდეს შპს ”სტერეო+”-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F13 ლიცენზია და 71.0. მჰც ± 3 მჰც სიხშირული ზოლი გათვალისწინებული იქნას მოძრავი  ან/და ფიქსირებული რადიოხაზებით მომსახურებისთვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის, საქართველოს ”ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლისა და     კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენულებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება შპს “სტერეო +”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ” კომისიის 2006 წლის 2 ივნისის   №235/1 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მიეცეს შპს  “სტერეო +”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F13 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

) რადიოსიხშირული სპექტრი: 71.0. მჰც ±3 მჰც სიხშირული ზოლი მოძრავი  ან/და ფიქსირებული რადიოხაზებით  მომსახურებისთვის;

) ლიცენზიის მოქმედების ვადა:  2016 წლის 2 ივნისამდე;

) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

) უზრუნველყოს შპს “სტერეო +”-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტში აღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად;”

2.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო  რეესტრში შეტანა;

ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა. 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

                        კომისიის წევრები                                                     დ.პატარაია                                        

                                                                                                            გ.ფრუიძე

                                                                                                            ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები