წვდომის მენიუ

შპს “არგოტექს” და შპს “მაგთიკომს” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების შესახებ კომისიის 2006 წლის 3 ნოემბერის №472/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 176 / 19

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 26, 2007

მიღების თარიღი აპრილი 05, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 3 ნოემბრის № 472/22 გადაწყვეტილებით განხორციელდა შპს ”არგოტექსის” კუთვნილი №F12 ლიცენზიის პირდაპირი წესით გადაპირება შპს ”მაგთიკომზე”, რომელიც ითვალისწინებდა ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების გადაცემას შპს ”მაგთიკომი”-სათვის.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 მუხლის დ) პუნქტში დაშვებული იქნა უზუსტობა, კერძოდ კომისიაში წარმოდგენილი გადაპირების ხელშეკრულების შესაბამისად შპს ”მაგთიკომი” იღებდა ვალდებულებას რესურსით სარგებლობის საფასურის 70% დარჩენილი ნაწილის 13968347,4 ლარის (ცამეტი მილიონ ცხრაას სამოცდარვა ათას სამას ორმოცდაშვიდი ლარი და 40 თეთრი) გადაპირების მომენტისათვის დარჩენილი 8148202,65 (რვა მილიონ ას ორმოცდარვა ათას ორას ორი და 65 თეთრი) ლარის გადახდაზე. აღნიშნული არ არის სრულად გათვალისწინებული შპს ”არგოტექს” და შპს ”მაგთიკომს” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების შესახებ 2006 წლის 3 ნოემბრის №472/22 გადაწყვეტილებაში, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, ცვლილების შეტანა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში.

”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2006 წლის 3 ნოემბრის №472/22 გადაწყვეტილებაში და მე-2 მუხლის დ) პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”დ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის,  გადაუხდელი ნაწილის - 8148202,65 (რვა მილიონ ას ორმოცდარვა ათას ორას ორი ლარი და 65 თეთრი) ლარის გადახდა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

1 164 028 , 95 ლარი - 2006 წლის 2 დეკემბრამდე;

1 164 028 , 95 ლარი - 2006 წლის 2 იანვრამდე;

1 164 028 , 95 ლარი - 2006 წლის 2 თებერვლამდე;

1 164 028 , 95 ლარი - 2006 წლის 2 მარტამდე;

1 164 028 , 95 ლარი - 2006 წლის 2 აპრილამდე;

1 164 028 , 95 ლარი - 2006 წლის 2 მაისამდე;

1 164 028 , 95 ლარი - 2006 წლის 2 ივნისამდე;”

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის წევრები:                                        დ.პატარაია

                                                                        გ.ფრუიძე

                                                                        ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები