ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-5-8 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 19, 2007
მიღების თარიღი აპრილი 13, 2007
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარით, ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2007 წლის 26 მარტის 17:00 საათი, ხოლო აუქციონების ჩატარების თარიღად - 2007 წლის 13 აპრილის 14:00 საათი;
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში წარმოადგინეს შემდეგმა კომპანიებმა:
1. შპს ”მობიტელი” - 13.03.2007, №11/17-07;
2. შპს ”ჯეოსელი” – 25.03.2007, №11/18-07;
კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონები გაიმართა 2007 წლის 13 აპრილის კომისიის სხდომაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-5-8 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად ჩატარდა წილისყრა კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად შპს ”მობიტელი”-ს წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №2, შესაბამისად, შპს ”ჯეოსელს” წილად ხვდა №1. პირველი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა (საწყის საფასურს - 15000 ლარს + ერთი ბიჯი, 750 ლარი) დააფიქსირა შპს ”ჯეოსელი”-ს წარმომადგენელმა. აუქციონის მსევლელობისას შპს ”მობიტელი”-ს წარმომადგენლის მიერ ბოლოს დაფიქსირებულ იქნა საწყის ოდენობას დამატებული 104 (ას ოთხი) ბიჯი, რის შემდეგაც შპს ”ჯეოსელი”-ს წარმომადგენელმა დაამატა კიდევ 3 (სამი) ბიჯი. შპს ”მობიტელი”-ს წარმომადგენელმა 108-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 107 (ას შვიდი) ბიჯი, სულ 95,250.00 (ოთხმოცდათხუთმეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი დააფიქსირა შპს “ჯეოსელი”-ს წარმომადგენელმა.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-5-8 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ჯეოსელი”, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 95,250.00 (ოთხმოცდათხუთმეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი .
2. უზრუნველყოს შპს ”ჯეოსელმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს 28,575.00 – (ოცდარვა ათას ხუთას სამოცდათხუთმეტი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 1500.00 (ერთი ათას ხუთასი ლარი) ლარი ანუ 27,075.00 (ოცდაშვიდი ათას სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა 2007 წლის 13 მაისამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (მთაწმინდა-კრწანისი) - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300033020;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (66,675.00 - სამოცდაექვსი ათას ექვსას სამოცდათხუთმეტი ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენიზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (მ.აროშიძე) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის ყველა მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრები დ.პატარაია
გ.ფრუიძე
