წვდომის მენიუ

სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.თბილისში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 178 / 8

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 19, 2007

მიღების თარიღი აპრილი 13, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2007 წლის 13 თებერვლის N64/8  გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი ქ.თბილისში 187XXX-189XXX (სულ 3000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.

რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარით, ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2007 წლის 26 მარტის 17:00 საათი, ხოლო აუქციონების  ჩატარების თარიღად -  2007 წლის 13 აპრილის 15:00  საათი;

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში  წარმოადგინეს შემდეგმა კომპანიებმა:

1. შპს ”ახალი ქსელები” - 22.03.2007,  №11/20-07;

2. შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფი” – 23.03.2007,  №11/21-07.

კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.

აუქციონი გაიმართა 2007 წლის 13 აპრილის კომისიის სხდომაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონზე არ გამოცხადდა  შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფი”, შესაბამისად, აუქციონში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ შპს ”ახალმა ქსელებმა”.

“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად,  რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. შპს ”ახალი ქსელების წარმომადგენელმა” რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის -  4,725.00 (ოთხი ათას შვიდას ოცდახუთი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

       კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფი” არ გამოცხადებულა აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  შესაბამისად, კომპანიის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ი (ბე) ექვემდებარება გადარიცხვას საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ახალი ქსელები” ქ.თბილისში 187XXX-189XXX (სულ 3000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 4,725.00 (ოთხი ათას შვიდას ოცდახუთი) ლარი .

2.  უზრუნველყოს შპს ”ახალმა ქსელებმა”  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს 1,417.50 – (ერთი ათას ოთხას ჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 450.00 (ოთხას ორმოცდაათი ლარი) ლარი ანუ 967.50 (ცხრაას სამოცდაშვიდი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა 2007 წლის 13 მაისამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (ვაკე-საბურთალო) - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300043020;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (3,307.50 - სამი ათას სამას შვიდი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;  

4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.  კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენიზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხების საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7. დაევალოს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (მ.აროშიძე)  აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

8.  დაევალოს კომისიის აპარატის  ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის ყველა მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                          ზ.ნონიკაშვილი        

კომისიის წევრები                                                     დ.პატარაია

                                                                                  გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები