საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 23 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 26, 2007
მიღების თარიღი აპრილი 13, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2007 წლის 13 აპრილის N 23 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. დამატებით შეტანილ იქნეს წარმოდგენილ N 23 სხდომის დღის წესრიგის პროექტში 7 (შვიდი) საკითხი:
ა) შპს ”თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი);
ბ) შპს ”ბლუმფინ ლიმიტედ”-ის გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. გ. სულუხია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
გ) შპს ”ფარონის” გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. გ. სულუხია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
დ) შპს ”ჯეოტელის” გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. გ. სულუხია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
ე) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. თბილისში 152XXX-156XXX (სულ 5000 სააბონენტო ნომერი) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
ვ) შპს ”ტელეკომპანია თბილისის” № 67 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ (მომხს. გ. რატიშვილი - მაუწყებლობის რეგულირების სამსახურის უფროსი);
ზ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 12 იანვრის №22/22 ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მუშაკებისათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე (მომხს. გ. სულუხია);
2. დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 13 აპრილის N 23 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი დ. პატარაია
