წვდომის მენიუ

სს ”სიმენს ავსტრიის” თბილისის ფილიალისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 182 / 13

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 19, 2007

მიღების თარიღი აპრილი 13, 2007

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ სს ”სიმენს ავსტრიის” თბილისის ფილიალმა  (რეგისტრირებული  ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, № 204326931; 03.04.07) კომისიას მიმართა განცხადებით   თბილისში, რუსთავში, ქსანში, მარნეულში, გორში, ხაშურში, ზესტაფონში, ქუთაისში, მენჯში და ზუგდიდში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში  ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს სს ”სიმენს ავსტრიის” თბილისის ფილიალს 170.400 მგჰც და 170.575 მგჰც სიხშირეები თბილისში, რუსთავში, ქსანში, მარნეულში, გორში, ხაშურში, ზესტაფონში, ქუთაისში, მენჯში და ზუგდიდში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს სს ”სიმენს ავსტრიის” თბილისის ფილიალისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს ”სიმენს ავსტრიის თბილისის ფილიალისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                    ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები