წვდომის მენიუ

შპს ”ბლუმფინ ლიმიტედ”-ის გაფრხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 185 / 23

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 26, 2007

მიღების თარიღი აპრილი 13, 2007

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

    “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე - 3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, იგი უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად იგი აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. 

   კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათისა (2007 წლის 3 აპრილი)  და 2007 წლის 12 მარტის შემოწმების აქტის შესაბამისად ირკვევა, რომ  შპს ” ბლუმფინ ლიმიტედ”-ის მიერ არ სრულდება, კომისიის 2006 წლის ათი მარტის №99/1 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის მოთხოვნა, კერძოდ კომპანია ვალდებული იყო პრაქტიკული საქმიანობის დაწყება უზრუნველეყო ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში, რაც შპს ’ბლუმფინ ლიმიტედ”-ის მიერ არ განხორციელებულა.

    ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, მიზანშეწონილად მიაჩნია დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება შპს ” ბლუმფინ ლიმიტედ”-ის გაფრთხილების თაობაზე.

     “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება შპს “ბლუმფინ ლიმიტედ”-ის  გაფრთხილების თაობაზე;

2. შპს “ბლუმფინ ლიმიტედ”-ის  გაფრთხილების თაობაზე საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა გაიმართოს 2007 წლის 27 აპრილს 16-სთ-ზე, მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზ № 42.

3. შპს “ბლუმფინ ლიმიტედ”-ს  უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, აგრეთვე გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს “ბლუმფინ ლიმიტედ”-ისთვის  დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.

5. წინამდებარე გადაწყვეტილება ცალკე არ საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 პუნქტის ძალით.

6. კონტროლო აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                              ზ. ნონიკაშვილი                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                 

კომისიის წევრები:                                                                          დ. პატარაია                                                                                   

                                                                                                        გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები